ფეხბურთი

9:01 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი: „გერმანია ბოლო 10 წუთში დაიშალა“

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოაჰიმ ლიოვი ერთა ლიგის მესამე ტურში ჰოლანდიასთან 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ ცხადია, აღშფოთებული იყო: „ნორმალურად ვთამაშობდით, სანამ პირველი გოლი არ გავუშვით. შემდეგ კი რაღაც აირია.

რატომ ვერ ვიტანთ? რთული კითხვაა. კარგი შანსები გვქონდა და ვფიქრობ, 0:1 წაგება ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ არ შეიძლება გუნდი ასე იშლებოდეს ბოლო 10 წუთში.“ - განუცხადა ლიოვმა უეფას პრესსამსახურს.

ჰოლანდიელებმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნეს. გოლი „ლივერპულის“ მცველმა, ვირგილ ვან დეიკმა გაიტანა. გერმანელები გათანაბრებას ცდილობდნენ, მაგრამ ბოლო 5 წუთში მემფის დეპაიმ და ჟორჟინიო ვეინალდუმმა კიდევ ორჯერ დააწყებინეს სტუმრებს თამაში ცენტრიდან.

0.125167