საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია ანდორასთან (3:0) გამარჯვებით და ზოგადად, ერთა ლიგით კმაყოფილია. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, ახლა ყველაფერი საქართველოს ნაკრების ხელშია.
„3:0 მოვიგეთ, 9 ქულა გვაქვს, არცერთი გოლი არ გაგვიშვია... შესაბამისად, კმაყოფილები ვართ. ძალიან კარგია, რომ დიდი უპირატესობით ვლიდერობთ ჯგუფს და ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია.
ანდორის ნაკრები უფრო ხისტად თამაშობდა, ვიდრე ლატვია, თუმცა ვფიქრობ, დაახლოებით ერთი დონის გუნდები არიან. კარგი ფეხბურთი რომ ითამაშო, ამისთვის ორი გუნდია საჭირო, მაგრამ დღეს მარტო საქართველო სცდილობდა ფეხბურთის თამაშს. შესაძლოა ხარისხი არ იყო სანახაობრივი, თუმცა სათამაშოდაც რთულია ასეთ გუნდებთან, რომლებიც 11 ფეხბურთელით დაცვაში არიან“, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას 16 ოქტომბერს, სტუმრად ლატვიასთან ჩატარებს.