საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ანდორასთან (3:0) გამარჯვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ქართველი მცველის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ სამი ტურის შემდეგ საქართველო კონკურენტებთან დიდ უპირატესობას ფლობს.
„კმაყოფილები უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა. მეორე ადგილოსანს უკვე 7 ქულით ვუსწრებთ და ეს ძალიან კარგია. წინ კიდევ სამი თამაშია და მოგებას ვაპირებთ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ ასეთი უპირატესობა უკვე გვაქვს.
ძალიან კარგია, რომ გოლი ჯერ არ გაგვიშვია. ყველა თამაშში ვცდილობთ, რომ კარი მშრალად შევინახოთ, რადგან წინ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომლებისგანაც გოლს ველოდებით და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არ გავუშვათ. ჯერჯერობით ამ დავალებას კარგად ვასრულებთ.
ცოტა დროა ლატვიის თამაშამდე, ძალები უნდა აღვიდგინოთ და სამი ქულისთვის ვითამაშოთ“, - თქვა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას 16 ოქტომბერს, სტუმრად ლატვიასთან ჩატარებს.