A ლიგა
1 ჯგუფი
ერთა A ლიგის 1 ჯგუფში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ჰოლანდიამ ამსტერდამში გერმანია 3:0 გაანადგურა. ეს ნიდერლანდელთა გერმანელებზე პირველი გამარჯვება გახლავთ ოფიციალურ მატჩებში, ბოლო 26 წლის განმავლობაში. ბოლოს „ნარინჯისფერებს“ გერმანელებისთვის ევრო 92-ზე მოეგოთ 3:1.
ნაციონალმანშაფტისთვის კი ეს პირველი გამანადგურებელი მარცხია 2007 წლის შემდეგ. ასევე, იოაჰიმ ლიოვის გუნდს უკვე ზედიზედ მესამე ოფიცილური მატჩია გოლი ვეღარ გააქვს: სამხრეთ კორეასთან, საფრანგეთთან და ჰოლანდიასთან მათ მეტოქის კარს გასაღები ვერ მოარგეს.
საერთოდ, გერმანელებს, რომლებსაც გასული მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მიიჩნევდნენ, ფაქტია, რომ კრიზისი აქვთ. ხან რა მიზეზს მოუძებნიან მათ დამარცხებებს, ხან რას, მაგრამ უკვე რაღაც თავდაუჯერებლობაც ეტყობათ. შეცდომებია მოთამაშეებისა და მწვრთნელების მხრიდანაც.
ზემოთ მოულოდნელი შედეგი ვახსენეთ და შეიძლება არც იყო მოულოდნელი. ჰოლანდიელებმა აშკარად აჯობეს ორივე ტაიმში და გოლებიც დამსახურებულად გაიტანეს.
ლიოვს კი, კარგა ხანია ასეთი შეფიქრიანებული სახე აღარ ჰქონია.
ჰოლანდია - გერმანია 3:0
ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა.“
1:0 ვან დეიკი (30), 2:0 დეპაი (86), 3:0 ვეინალდუმი (90+3)
ჰოლანდია: სილესენი, ბლინდი, ვან დეიკი, დუმფრისი, დე ლიგტი, ბაბელი (გრუნველდი 68), ვეინალდუმი, დე როონი, ფრანკი დე იონგი (აკე 77), დეპაი, ბერგვეინი (პრომესი 68)
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გერმანია: ნოიერი, ბოატენგი, ჰუმელსი, გინტერი, კიმიხი, კროოსი, ჰექტორი, ჩანი (დრაქსლერი 57), მიულერი (სანე 57), უთი (ბრანდტი 68), ვერნერი
მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი
მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი)
B ლიგა
1 ჯგუფი
სლოვაკეთი - ჩეხეთი 1:2
0:1 კრმენჩიკი (52), 1:1 ჰამშიკი (62), 1:2 შჩიკი (76)
4 ჯგუფი
ირლანდია - დანია 0:0
C ლიგა
3 ჯგუფი
ნორვეგია - სლოვენია 1:0
1;0 სელნაესი (45+5)
ბულგარეთი - კვიპროსი 2:1
0:1 კასტანოსი (41). 1:1 დესპოდოვი (59), 2:1 ნედელევი (68)
D ლიგა
4 ჯგუფი
სომხეთი - გიბრალტარი 0:1
0:1 ჩიპოლინა (50, პენ)
მაკედონია - ლიხტენშტაინი 4:1
1:0, 2:0 ტრაიკოვსკი (10, 30), 3:0 პანდევი (36), 3:1 ილდიზი (37), 4:1 ალიოსკი (67)