ფეხბურთი

20:47 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ანდორას ამარცხებს

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ანდორას მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს. "დინამო არენაზე" საწყის 45 წუთში ქართველთა უპირატესობა თვალშისაცემი გახლდათ და შეიძლებოდა სხვაობა უფრო დიდიც ყოფილიყო.

თუმცა, მეტოქის კარის ბადე ერთადერთხელ შეირხა. 33-ე წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძის ჩაწოდების შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა იაქტიურა, ხოლო შეტევა ვაკო ყაზაიშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა.

შედეგად 1:0 45 წუთის შემდეგ. შეხვედრის მეორე ტაიმი ცოტა ხანში დაიწყება.

0.117088