ფეხბურთი

22:20 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოლდო ალვარესი: "საქართველო მთლიანად D დივიზიონის ფავორიტია"

ანდორის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა საქართველოს ნაკრებთან (0:3) მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდი გაცილებით მაღალი დონისაა, ვიდრე ანდორა.

ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ საქართველო არამარტო კონკრეტული ქვეჯგუფის, არამედ მთლიანად D დივიზიონის ფავორიტია.

„როდესაც ბურთი არ გაქვს, მაშინ მთელი ყურადღება დაცვაზეა გადატანილი და ამიტომ, მთლიანად დაცვაში თამაშზე ვიყავით კონცენტრირებულნი. 85-ე წუთამდე ყველაფერს კარგად ვაკეთებდით, მაგრამ თამაში 90 წუთის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, ჩემს ბიჭებს მეტს ნამდვილად ვერ მოვთხოვდით.

საქართველოს ნაკრები არამარტო ჩვენი ჯგუფის ფავორიტია, არამედ მთლიანად დივიზიონის და შესაძლებელია, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც იყოს ანგარიშგასაწევი ძალა. ზუსტად ასე ვფიქრობდი აქამდეც.

საქართველოს ნაკრები უფრო წინ დგას, ვიდრე ანდორა. შესაძლებელი იყო, რომ ბოლო 5 წუთში გეგმა შეცვლილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ“, - აგანცხადა ალვარესმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს და შემდეგ ტურში გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილს გაიფორმებს. „ჯვაროსნებს“ მომდევნო შეხვედრა 16 ოქტომბერს, სტუმრად ლატვიის ნაკრებთან ელოდებათ.

0.13019