ფლორენციის „ფიორენტინას“ შემტევი ნახევარმცველი მარკო პიაცა მიიჩნევს, რომ ედენ აზარისა და ნეიმარის დონეზე თამაში შეუძლია.
როგორც ხორვატმა განაცხადა, მისი კარიერა ტრავმების გამო ვერ განვითარდა და თუ უიღბლობას თავს დააღწევს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.
„ჩემი პროგრესი ტრავმების გამო შეფერხდა. თუ ყველაფერი კარგად იქნება, შემიძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების დონეზე ვითამაშო, აზარსა და ნეიმარს გავუტოლდე. „ფიორენტინაში“ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. სტეფანო პიოლი ყველას აძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობას, მომწონს გუნდი და ქალაქიც“, - ციტირებს პიაცას სიტყვებს Gazzetta Dello Sport-ი.
2016 წლის ზაფხულში პიაცა „იუვენტუსმა“ ზაგრების „დინამოდან“ 23 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ტურინში ფეხი ვერ მოიკიდა. მუხლზე მძიმე ტრავმა მიიღო და თითქმის 1 წელი გამოტოვა. „იუვემ“ მარკო მიმდინარე წლის იანვარში გელზენკირხენის „შალკეში“ გაანათხოვრა, ხოლო ზაფხულში იგივე ფორმულირებით ფლორენციის „ფიორენტინას“ დაუთმო.
მიმდინარე სეზონში ხორვატმა შემტევმა „იების“ ღირსებას 8 მატჩში დაიცვა და 1 გოლი გაიტანა.