ფეხბურთი

16:31 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი ლოპეტეგს: "კაზემირო არ ვარ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა აღიარა, რომ ხულენ ლოპეტეგის შერჩეული ახალი პოზიცია არ მოსწონს. გერმანელს ესპანელი სპეციალისტი ჩამშლელად ათამაშებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კოოსისთვის ეს მოსაწონი პოზიცია არაა.

„მე არ ვარ კაზემირო“, - ციტირებს გერმანელის სიტყვებს ESPN-ი.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო და გავრცელებული ცნობით, ლოპეტეგს სიტუაციის გამოსასწორებლად დრო „ელ კლასიკომდე“ მისცეს.

0.129153