ინგლისური „ლივერპულის“ ლიდერი მოჰამედ სალაჰი ტრავმირებულია. მომომ კუნთის დაზიანება აფრიკის თასის შესარჩევი ეტაპზე, ეგვიპტისა და სვაზილენდის შეხვედრაში მიიღო და 89-ე წუთზე შეცვალეს.
იქამდე, სანამ სალაჰი დაშავდებოდა, გოლიც გაიტანა, კუთხური ჩაახვია მეტოქის კარში. ჯერჯერობით უცნობია დაზიანების სიმძიმე, მაგრამ, როგორც გვიპტის ნაკრების ექიმი ამბობს, სერიოზული არ უნდა იყოს:
„თავდაპირველმა დიაგნოზმა კუნთების დაზიანება აჩვენა. პრობლემის შესახებ უფრო ვრცლად საუბარი მომდევნო საათებში შეგვეძლება, მაგრამ ჩემი აზრით, განსაკუთრებით სერიოზული ტრავმა არ უნდა იყოს“, - თქვა ეგვიპტელთა მედიკოსმა.