ფეხბურთი

0:47 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "მხოლოდ გამარჯვებისთვის ვემზადებით"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ანდორასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. გამოცდილი ფეხბურთელის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაში გუნდის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება იქნება.

კაშიას აზრით, საწყისი ორი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო:

"ანდორა ის გუნდია, რომელთანაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ჩვენ მხოლოდ ამისთვის ვემზადებით. საკმაოდ კარგი შეკრება გამოვიდა, სამწუხაროდ, უახლოეს თამაშებში ლევან მჭედლიძე ვერ დაგვეხმარება, მაგრამ რამდენიმე ვარიანტი დავამუშავეთ და იმედი მაქვს ამ პრობლემას აღმოვფხვრით. ერთა ლიგის საწყის ტურებში მოპოვებული გამარჯვებები გულშემატკივარს ძალიან სჭირდებოდა, ყველას იმედი გაუჩნდა. დღევანდელი მდგომარეობით, პირველ ადგილზე ვართ და უდავო ფავორიტებად ვითვლებით. ქართველი გულშემატკივრის ფაქტორი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მოთამშეებისთვის. თითოეულ ჩვენგანს მათი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება და იმედი მაქვს, რომ ანდორას წინააღმდეგ მატჩზეც მრავლად მოვლენ", - ციტირებს კაშიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ანდორას ნაკრებთა მატჩი 13 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის "ჯვაროსნები" ქვეჯგუფს 6 ქულით ლიდერობენ.

0.116364