ფეხბურთი

22:35 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რემზი "არსენალს" ტოვებს

ლონდონის „არსენალს“ აარონ რემზი ტოვებს. უელსელ ფეხბურთელს „მეთოფეებთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და შესაბამისად, გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

აღნიშნული ინფორმაცია თავად უელსელმა ფეხბურთელმაც დაადასტურა:

„არსენალთან“ ჯერ კიდევ კონტრაქტი მაკავშირებს და მიმდინარე სეზონში ბოლომდე დავიხარჯები. მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს და ეს მოხდება. თუმცა, თამაში უნდა გავაგრძელო. ვფიქრობდი, რომ შეთანხმება შედგებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ თამაში გავაგრძელო, მაქსიმუმი გავიღო ჩემი უკეთესობისთვის და „არსენალისთვის“. ცხადია, გუნდს იანვარში არ დავტოვებ და ივნისამდე „არსენალში“ ვითამაშებ“, - განაცხადა რემზიმ.

შეგახსენებთ, რომ რემზი „არსენალში“ 2008 წელს „კარდიფ სიტიდან“ გადავიდა. მის მომავალს ყველაზე ხშირად იტალიას, კერძოდ, „იუვენტუსსა“ და „მილანს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112217