უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგია. როგორც სლოვენიელმა განაცხადა ეს ქმედება ფეხბურთს მხოლოდ და მხოლოდ ავნებს.
გარდა ამისა, ჩეფერინიმ იტალიელებს ინფრასტრუტურა დაუწუნა:
„სუპერლიგის შექმნა? - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპულ ფეხბურთში სუსტი ქვეყნის გუნდებმაც მიიღონ მონაწილეობა, ამიტომ, სუპერლიგის წინააღმდეგი ვარ. ეს ნაბიჯი ფეხბურთს დააზიანებს.
ჩემპიონთა ლიგა ფერარია, მაგრამ კარგად თუ არ მართავ, დაგაზიანებს.
ინფრასტრუქტურა იტალიაში? - ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის მსგავსი სტადიონები სირცხვილია. თანაც, წარმატებული შედეგების არქონა ნაკლებად უკავშირდება სტადიონების საკითხს“, - აღნიშნა ჩეფერინიმ.