ჭიდაობა

19:57 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

2 ქართველი მოჭიდავე ახალგაზრდული ოლიმპიადის ფინალშია

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გიორგი თოხაძემა (51 კგ.) და გიორგი ჩხიკვაძემ (60 კგ.) ფინალში გასვლა მოახერხეს.

თოხაძე გადამწყვეტ შერკინებაში იაპონელ ვატარუ სასაკის გაეჯიბრება, ხოლო ჩხიკვაძე ძალებს ყირგიზ ელმირბეკ სადიროვთან მოსინჯავს.
თოხაძემ ფინალამდე გზიდან ალექსანდერ ადინივინი (მარშალის კ-ბი) და ედუარდო ლოვერა (არგენტინა) ჩამოიცილა, ჩხიკვაძემ კი აჰმედ აბდელჰაკიმ მერიხისა (ალჟირი) და საჰაკ ჰოვანისიანს (სომხეთი) აჯობა.
ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

0.120007