ჭიდაობა

19:33 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის განრიგი

ერთ კვირაში, ბუდაპეშტში საჭიდაო ხალიჩები გაიშლება. უნგრეთის დედაქალაქი 20-28 ოქტომბერს 2018 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას – მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. გთავაზობთ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გამოსვლის განრიგს:

თავისუფალი ჭიდაობა

20 ოქტომბერი

წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით 61, 74, 86 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
21 ოქტომბერი
ფინალური ბლოკის შეხვედრები 61, 74, 86 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით 57, 65, 79 და 92 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
22 ოქტომბერი
ფინალური ბლოკის შეხვედრები 57, 65, 79 და 92 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით 70 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
23 ოქტომბერი
ფინალური ბლოკის შეხვედრები 70 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში.


ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

25 ოქტომბერი
წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით 55, 63, 72 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
26 ოქტომბერი
ფინალური ბლოკის შეხვედრები 55, 63, 72 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით 60, 67 და 87 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
27 ოქტომბერი
ფინალური ბლოკის შეხვედრები 60, 67 და 87 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით 77, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
28 ოქტომბერი
ფინალური ბლოკის შეხვედრები 77, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

0.114233