ანდორის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა საქართველოსთან მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"საქართველოს ნაკრები ჯგუფის ფავორიტია და დიდი შანსი აქვს, რომ ეს თამაში მოიგოს. ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ძალიან კარგი ფეხბურთელებია და რაც მთავარია, თამაშობს, როგორც გუნდი. კაკაბაძე, ყაზაიშვილი გამორჩეულები არიან და ასევე, სამი შემტევი. ყურადღება უნდა მივაქციოთ ფლანგის მცველებსაც.
ვეცდებით, რომ დაცვაში მაღალ დონეზე ვითამაშოთ და ამავდროულად, ბურთის ფლობასაც უნდა მივაქციოთ.უნდა ვაჩვენოთ კარგი თამაში და ორიენტირებული ვიყოთ გამარჯვებაზე, რაც წინა თამაშებში უკვე დავამტკიცეთ", - განაცხადა ალვარესმა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ანდორის ნაკრებთა მატჩი 13 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე გაიმართება. 2 ტურის შემდეგ ჯგუფს საქართველო 6 ქულით ლიდერობს, ხოლო ანდორელთა აქტივში 2 ქულაა და მეორე პოზიციაზე იმყოფება.