კალათბურთი

18:00 | 12.10.2018 | ნანახია 0 - ჯერ

კალათბურთის ფედერაციამ ჩემპიონატების მომსახურე მედპერსონალის სერთიფიცირება დაიწყო

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციამ სუპერლიგის, “ა” ლიგისა და ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩებზე მომსახურე სამედიცინო პერსონალის სერთიფიცირება დაიწყო. ფედერაციის სამედიცინო სამსახურის ორგანიზებითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, დღეს და ხვალ მედიკოსებს პირველადი დახმარების სემინარები ჩაუტარდებათ, რომლის დასრულების შემდეგაც გაიმართება ტესტირება.

ფედერაციის გადაწყვეტილებით, თუკი აღნიშნული სემინარების გავლისა და ტესიტების გზით პირველადი დახმარების სერთიფიკატს არ აიღებენ, მედიკოსებს საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე კლუბების მომსახურება აეკრძალებათ. ეს გახლავთ სპეციალურად შემუშავებული პროგრამა, რომელიც მიესადაგება სპორტულ, კონკრეტულად კი კალათბურთელთა პირველად დახმარებას და მისი ცოდნა თამაშების მომსახურე მედპერსონალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში დღეს ქართული კლუბების ექიმებმა მოიყარეს თავი. სემინარებს ესწრებოდნენ ასევე ის მედიკოსებიც, რომლებიც კალათბურთის ფედერაციას ჰყავს დაქირავებული ასაკობრივი ჩემპიონატების სამედიცინო მომსახურებისთვის. მსმენელებს ჩაუტარდათ სემინარები პირველადი დახმარების გაწევის ყველა არსებული, თანამედროვე მეთოდების გათვალისწინებით. თეორიულს თან მოსდევს პრაქტიკული ნაწილიც, რომელიც კავკასიის უნივერისტეტის სამედიცინო ტრენინგ-ცენტრში გაიმართება.

ორდღიანი სემინარები გამოცდებით დასრულდება, რის შედეგადაც გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები. კალათბურთის ფედერაციის სამედიცინო სამსახური თემურ ხვედელიძისა და ზურა სულეიმანაშვილის ხელმძღვანელობით სისტემატიურად იზრუნებს იმ მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს, ასევე სუპერლიგას, “ა” ლიგას და ასაკობრივ ჩემპიონატებს ემსახურებიან.

www.gbf.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:06 | 06.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მიულერი და ბოატენგი გასაგებია მაგრამ ჰუმელსს რას ერჩიან

22:36 | 05.03.2019
INIESTAAA (303)

სანე, კროოსი და ტერშტეგენი მეცოდება თუ არა დანარჩენი სალევეთია, ამათი იმედი თუ აქვთ წინა მსოფლიოსგან განსხვავრბულს რას მოელიან ნეტა

22:37 | 05.03.2019
INIESTAAA (303)

ხო ჰულემსი კიდე დამავიწყდა

22:18 | 05.03.2019
tomasmuller (668)

როგორც გერმანიის გულშემატკივარი გაახალგაზრდავებას ვეთანხმები და დროა უკვე მარა ერტადერთი ჰუმელსი მეცოდება ეგ წასაყვანია ევრო 2020 ზე.ლოვი ალბათ ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება
ნოიერი,შტეგენი,კიმიხი,ზულე,რუდიგერი,ტა,კერერი,კროოსი,ჰავერცი,ბრანდტი,როისი,სანე,გნაბრი,გორეცკა,ვერნერი,შულცი,გიოცე

0.064026