ფეხბურთი

17:27 | 12.10.2018 | ნანახია 2073 - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ანდორა ორგანიზებული გუნდია"
"გიორგი არაბიძის ნაკრებში არყოფნა შემთხვევითობა არაა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ანდორასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, ანდორა ორგანიზებული გუნდია და ამ ეტაპზე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მთავარი კონკურენტიცაა:

„მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით. კარგია, რომ 6 ქულა გვაქვს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. ანდორა ამჟამად საქართველოს მთავარი კონკურენტია, რომელიც ორგანიზებული გუნდია და ზედიზედ 5 თამაში არ წაუგია“.

გიორგი არაბიძე - „ხშირად ვსაუბრობთ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც არ არიან ნაკრებში. გვსურს, რომ დავეხმაროთ ამ ფეხბურთელს და რეალურად ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ვარჯიშებზე, თამაშებში უფრო მეტი უნდა იშრომოს ბურთის გარეშე და შემთხვევითობა არაა, რომ ამჟამად ჩვენთან ერთად არ იმყოფება“.

ფორვარდი – „ანდორის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე არის მთავარი მწვრთნელი. ამ გუნდს კარგი შედეგები აქვს და ვფიქრობ, აქ სასეირნოდ არ ჩამოსულან. რაც შეეხება ფორვარდს, ქვილითაია და მჭედლიძე ტრავმირებულნი არიან და ჩვენ მხოლოდ ნიკა კაჭარავა გვყავს. ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია ვაკო ყაზაიშვილსაც, მაგრამ ახლა მთავარი ის კი არ არის, რამდენი ფორვარდია გუნდში, არამედ ის, რამდენ ფეხბურთელს შეუძლია შეტევა“.

მეკარე - „სამწუხაროა, რომ „კრილია სოვეტოვი“ დატოვა ლორიამ, მაგრამ ხარისხის, გამოცდილების მხრივ ის პირველი მეკარეა დღეს საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. რა თქმა უნდა, როინ კვასხვაძეც ელოდება შანსს და მესამე მეკარე, ახალგაზრდა ლაზარე კუპატაძე, რომელიც ძალიან ბევრს სწავლობს ვარჯიშებზე. თუმცა, ვიმეორებ, ამ ეტაპზე ლორია ჩვენი ნაკრების პირველი მეკარეა“.

მიზანი - „რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე ორგანიზებულ გუნდთან გვაქვს. მწვრთნელმა ზუსტად იცის თავისი გუნდის შესაძლებლობები. გვინდა, რომ სწრაფი გოლი გავიტანოთ და ეს გახდეს გამარჯვების საწინდარი. ლატვიასთან 50 ათასი გულშემატკივარი მოვიდა სტადიონზე და მჯერა, ხვალაც დიდ როლს ითამაშებენ ჩვენს წარმატებაში“.

ჯანო ანანიძე - „შემიძლია ვთქვა, რომ 90%-ით სასტარტო შემადგენლობისთვის მზად არაა. თუმცა, უკვე ითამაშა „სპარატკის“ რიგებშიც. ფიზიკურად მზადაა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აკლია. ვნახოთ, არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ თამაშში ჩაერთოს კიდეც. ეს, იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი წარიმართება შეხვედრა. არაა გამორიცხული მისმა ჭკვიანურმა პასმა თამაშის ბედიც გადაწყვიტოს... მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ ჯანოს 30 წუთით თამაში შეუძლია“.

ნიკა კაჭარავა - „სამწუხაროა, რომ კლუბში არ ეძლევა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. თუმცა, მოცემული რეალობიდან გამომდინარე ვთვლი ის საუკეთესოა. არ ვიცი, იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში. რესურსი არის, რომ ნახევარდაცვიდან გავაძლიეროთ შეტევა. ვფიქრობ, ნიკას შეუძლია ჩვენი დახმარება და სწორედ ამიტომაც არის ნაკრებში“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას 13 ოქტომბერს, თბილისში, ანდორის ნაკრებთან ჩაატარებს. ეს შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. სამი დღის შემდეგ კი „ჯვაროსნები“ რიგაში, ლატვიას დაუპირისპირდება.


კომენტარები (20)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:13 | 13.10.2018
Shevche (15054)

გიორგი ქვილითაია დინამომდე რაღაც უნგრულ ხარახურა ვითომ "ევროპულ" კლუბში იყო და ფაქტიურად იკარგებოდა, როცა გამოჩნდა ჯერ დილა, შემდეგ კი დინამო, სადაც მიიღო მუდმივი პრაქტიკა, გახდა ბომბარდირი (ისწავლა პროფესიონალიზმი, სტაბილილურობა) და ზუსტად აქედან დაიწყო მისი პროგრესი. ჯერ რაპიდი, შემდეგ გენტი. (ისე, გულწრფელად რომ ვთქვა, გენტი მისი მაქსიმუმი მგონია).

10:50 | 13.10.2018
irakli111 (373)

გეთანხმები მაქიმუმია და მანდ თუ სტაბილურად ძირითადში ითამაშებს სრულიად სკამარისიც იქნება

02:05 | 13.10.2018
Shevche (15054)

armenakich13,
რატომ აკეთებ არასწორ შედარებას?!
ეგ შულაია თვითონ არის უნიჭო და საქართველოს ჩემპიონატი რა შუაშია?!
ჩაკვეტაძე დინამოში რომ თამაშობდა ნაკლები იყო? მაშინაც ძალიან კარგი იყო, უბრალოდ ახლა კიდევ უფრო გაიზარდა.

mjgiri,
კიტეიშვილმა 5 სეზონი ითამაშა დინამოში. ამ დროის განმავლობაში ერთხელ მიიღო ტრავმა და იმის შემდეგ სულ პროგრესი ჰქონდა. დინამოში იმ დონემდე მივიდა, რომ ნაკრების ბოლო ამხანაგურ მატჩში საუკეთესო იყო.
რაც უფრო ძლიერ ჩემპიონატში აქვთ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, რა თქმა უნდა, უფრო კარგია, მაგრამ ფეხბურთელები საქართველოშიც რომ უმატებენ, ამას ფაქტები ამტკიცებს. რა თქმა უნდა იმაზე მეტს ვერა, რაც მათ პოტენციალს აღემატება.

09:04 | 13.10.2018
armenakich13 (577)

შულაია მაგალითად მოვიყვანე თორემ ერთი ის მითხარი საქართველოში დარჩენილი რომელი დიდი ფეხბურთელი გინახავს?

13:54 | 13.10.2018
Shevche (15054)

დიდი ფეხბურთელი საერთოდ გვყავს?? გინდაც აქედან წასული??
დიდ ფეხბურთელს დიდი ნიჭი უნდა ჰქონდეს და მასეთ ფეხბურთელს აქ ისედაც არავინ დატოვებს.

00:53 | 13.10.2018
mjgiri (8951)

Shevche
შენ მართლა გგონია,რომ 21 წლის ფეხბურთელისთვის საქართველოში დარჩენა სწორი გადაწყვეტილება იქნება და განვითარებაში დაეხმარება?

01:07 | 13.10.2018
armenakich13 (577)

ხო სწორია აქ დარჩენით ვინ გამოსულა იგროკი?! ერთადერთი იმ შემთხვევაში ექნება აქ დარჩენასს აზრი თუ ძლიერ ლეგიონერებს ჩამოიყვანენ და 11 კაცში 5 მაღალი დონის იგროკი მაინც იქნება და ადანარჩენები მათთან თუ გაიზრდებიან.... აბა სად ჩაკვეტაძე რომელიც ბელგიის ჩემპიონატის დაცვას ამატავებს და გამოცდილებას იძენს და სად შულაია რომელიც ელიგის მცველებს ამატავებს?! ანვაკო რო არ წასულიყო თავის დროზე მეტალურგიდან ჰოლლანდიაში ახლა უკეთესი იქნებოდა? ან ოქრიაშვილი გაგრადან რო არ წასულიყო უკრაინაში?! ნუ რავიცი რავიცი...

22:38 | 12.10.2018
alfadhirhaiti (7530)

ერთა ლიგაზე ესპანეთის, ინღლისის, გერმანიის და სხვათა ყურებას, ვამჯობინებ ჩვენ პოტენციურ მეტოქეთა მატჩების ნახვას

ვინ ხართ კიდე ესე?

23:14 | 12.10.2018
irakli111 (373)

გეთანხმები ჩვენი ჯგუფის თამაშებს ვუყურებ ხოლმე

23:17 | 12.10.2018
mjgiri (8951)

მთავარია ვაისმა უყუროს

00:32 | 13.10.2018
armenakich13 (577)

ვაისი სხირტლაძის, ებრალიძის, გოგიას და ხარაიშვილის თამაშებს არ უყურებს და მაგათ უყურებს?! ეს ხუმრობით თორე ვაის ვუისს მაი არ შეეშლება

22:21 | 12.10.2018
armenakich13 (577)

აჭარავა ნაკრებში გგოლის გატანის ფუნქციას არ ასრულებს უფრო იმ ფუნქციააზეა როგორც საფრანგეთში ჟირუ და რეალში რონალდოს ყოფნის დროს ბენზემა რო იყო... ხოლო იმ ფუნქციაზე რომელზეც კაჭარავაა მიქელთაძე ვერანაირად ვერ გაქაჩავს ( ვერც ზივზივაძე,ვერც ვაწაძე, ნუ სხირტლაძემ შეიძლება გაქაჩოს კიდე) და თან ვერც დიდი გამტანია.... ამ ფუნქციის შეთავსება ნაკრებში მხოლოდ მჭედლიძეს ქვილითაიას და კაჭარავას შეუძლიათ ... რასაც ქვია მკვლელი ცხრიანი ანუ გამტანი ცენტრფორვარდი არველაძის შემდეგ აღარ გვყოლია და არც ახლა გვყავს პერსპექტივაშიც კი ახალგაზრდულებიდან და ტყუილუბრალოდ მიქელთაძის ან ზემოთ ჩამოთვლილებისნაირების დაყენებას ცენტრფორვარდად ტეხნიკური და სწრაფი ვაკო დააყენონ ჯობია კკიდევ და მგონი სწორად მოიქცა ვაისი როო კაჭარავას მეტი ცენტრფორვარდი არ გამოიძახა ჩემი აზრით ....

22:47 | 12.10.2018
mjgiri (8951)

არ ასრულებს კაჭარავა იგივე ფუნქციას რასაც ჟირუ და ვერც შეასრულებს.რატომ გადაწყვიტე,რომ იგივე ფუნქცია აქვს,რადგან გოლი ვერ გააქვს ?

22:55 | 12.10.2018
armenakich13 (577)

არა რადგან გოლი ვერ გააქვს არა... ყოველთვის აწუხებს მეტოქის დაცვას არის მკაცრ პრესინგზე ორიეტირებული იბრძვის მეორე სართულზე ორთაბრძოლებსა და გადმოვარდნილ ბურთებზე და თამაში მასზე როგორც ცენტრ ფორვარდზე არაა აწყობილი და დაახლოებით იგივე ფუნქცია აქვს როგორც საფრანგეთში ჟირუს ჩემი აზრით.... მაგრამ ჟირუ უფრო სხვა თემაა იმიტო რო ის პლიუს მომენტებს ქმნის და პასებს ანაწილებს მაგრამ კაჭარავას გაკეთებული პასი არ გაიშვას არსად....

23:03 | 12.10.2018
mjgiri (8951)

არანაირად არ მონაწილეობს ბურთის გათამაშებაში და სიღრმეში არ იხევს,კათან ზურგით ეგ ვერ თამაშობს,კოორდინაცია ამას არ უვარგა ,თავს ვერ იგებს(ყოველ შემთხვევაში ლატვიასთან არ მახსოვს თავი მოეგო),საჭიროების შემთხვევაში ფლანგზე ვერ გაიწევს..საერთოდ არ ჰგავს არც ბენზემას და არც ჟირუს
ერთადერთი ვისაც მაგონებს ტოპ-ფეხბურთელებიდან,ეს ლუკაკუა.ოღონდ ლუკაკუს ჭ-კლასის ვერსია,სადღაც ხაშურში აწყობილი(ხაშურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს)ჩინელების მიერ

23:08 | 12.10.2018
armenakich13 (577)

ხო მე უბრალოდ მასეთი ჭ კლასის ცნობილი ფეხბურთელი არ მახსენდება ბენდტნერი შეიზლება კიდე

23:16 | 12.10.2018
mjgiri (8951)

ბენდტნერი ბარონესას მაინც ხნავდა ნუ კიდევ ტაქსისტებს სცემს ხოლმე,მაგრამ ეს ისე..

23:50 | 12.10.2018
lagashi (6738)

დაინდეთ ეს კაჭარავა, ეს ორ მეტრიანი კაცი მესიდ ვერ მოგვევლინება რომ გაძვრეს მცველებს, დაცვაში ჩაბეტონებულ ლატვიასთან ვერაფერს გახდებოდა თუ დასარტყამ სიტუაციას არ შეუქმნიდნენ ნახევარმცველები, და მე არ მახსენდება ნორმალური ჩაეწოდებინათ ან დასარტყამზე გაეყვანათ, თუ ვცდები, მე მაპატიეთ ამ ერთი ფორვარდის იმედად რახანც ვართ მგონი არ ღირს სულ იმის ხსენება რომ თურმე არ გვეპიტნავება

00:25 | 13.10.2018
armenakich13 (577)

პლიუს მაგას ამ 2 მატჩში ნაკრებს არ ჰყავდა ის გუნდის ხერხემალი რომელიცმ თლიანად ანაწილებდა შეტევებს... ჯანო ანანიძე! მაღთლაც არ იყო ისეთი ვინმე ვინც ნორმალურად დაანაწილებდა შეტევბს და მომენტს შეუქმნიდა პარტნიორს უბრალოდ ფაქტებიც მეტყველებს, ჩაკვეტაძემ ინდივიდუალური ოსტატობით შეაგდო, ყაზახებთან მეორე გოლიც არ იყო პასებით დანაწილებული ან კომბინაციური და ლატვიასთან გოლი ხო საერთოდ მეკარის საჯარიმოში შესული ჩაკვეტაძე წააქციეს ანუ კომბინაციური გოლი არ გაუტანა ნაკრებს რისი მიზეზიც ჯანოს არ ყოფნა იყო და როცა ცენტრიდან არ იქმნება კომბინაციები და უკკნიდან პასს ვე გაძლევენ მაშინ მესი ან რონალდო უნდა იყო რო რამე მოახერხო და მასეთი ნაღდად არაა კაჭარავა...

21:43 | 12.10.2018
Shevche (15054)

საქართველოს U21-მა ფინეთს მოუგო ფინეთში და კიდევ ერთხელ გაეცათ პასუხი იმათ, ვინც საქართველოს ჩემპიონატს არაფრად თვლის. ზუსტად ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები იყვნენ საუკეთესოები. კოხრეიძე, ბუღრიძე და შულაია(მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, ჩემი აზრით, ძალიან უკლასო და უინტელექტო ვინმეა) ყველა ეს ფეხბურთელი მიახლოებულია მათი პოტენციალიდან გამომდინარე საუკეთესო ფორმასთან. განსხვავებით არველაძისგან, რომელმაც კორონას სკამი ამჯობინა საქართველოს ჩემპიონატს.

კონკრეტულად ბუღრიძეს შემთხვევაზე მინდა ვთქვა, რომ არის იმ პოზიციიის და ზუსტად იმ სტილის ფეხბურთელი, რაც არაბიძე. უბრალოდ, ალბათ, გაცილებით ნაკლები პოტენციალით. მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ის თამაშობს ერთ-ერთ ნაკრებში(თან შედეგიანად), არაბიძე კი არსად. მთელი ეს დრო არაბიძესაც რომ არ დაეკარგა და საქართველოს ჩემპიონატში მუდმივი პრაქტიკა ჰქონოდა, ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაში და დონეზე იქნებოდა. ალბათ, უკეთეს კლუბშიც.

მოკლედ, ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში საქართველოს ჩემპიონატში თამაშზე და აქ დაღვინებაზე იფიქრონ და "გალეგიონერების" დრო თავისით მოვა.

22:52 | 12.10.2018
mjgiri (8951)

ჯერ ერთი,ის ახალგაზრდულის ფეხბურთელები ყველა ძირითადში თამაშობს ჩვენს ლიგაში და ყველას აქვს რაღაც გამოცდილება.მერე ფინეთის ჩემპიონატი საქართველოსას არ ჯობია,ხოლო ლეგინერები ტოპ-კლუბებიდან მაგათ არ ჰყავთ.
იგივე აზერებთან,ეროვნულის დონეზე,ჩემპიონატიდან შეკრებილი სასტავით ფონს ვერ გავალთ.ყაზახები საერთოდ გადაგვახევენ ბურთს თავზე..

01:49 | 13.10.2018
Shevche (15054)

მემგონი კარგად ვერ გაიაზრე რა დავწერე.
მე არ მითქვამს, რომ მაინც და მაინც საქართველოს ჩემპიონატში უნდა თამაშობდეს ფეხბურთელი. არც ის მითქვამს, რომ საქართველოში სკამზე ჯდომა კარგია თქო.
მე დავწერე ის, რომ საქართველოში მუდმივი პრაქტიკა მათზე დადებითად მოქმედებს.
და კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე, თუ როგორ უმატებენ ფეხბურთელები(კიდევ ბევრს ჩამოგითვლი თუ გინდა) საქართველოში.

მოკლედ, ფეხბურთელის თვითმიზანი "გალეგიონერება" არ უნდა იყოს. პრიორიტეტი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა უნდა იყოს, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში. ამას ვიძახი.

00:42 | 13.10.2018
Shevche (15054)

მემგონი კარგად ვერ გაიაზრე რა დავწერე.
მე არ მითქვამს, რომ მაინც და მაინც საქართველოს ჩემპიონატში უნდა თამაშობდეს ფეხბურთელი. არც ის მითქვამს, რომ საქართველოში სკამზე ჯდომა კარგია თქო.
მე დავწერე ის, რომ საქართველოში მუდმივი პრაქტიკა მათზე დადებითად მოქმედებს.
და კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე, თუ როგორ უმატებენ ფეხბურთელები(კიდევ ბევრს ჩამოგითვლი თუ გინდა) საქართველოში.

მოკლედ, ფეხბურთელის თვითმიზანი "გალეგიონერება" არ უნდა იყოს. პრიორიტეტი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა უნდა იყოს, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში. ამას ვიძახი.

21:17 | 12.10.2018
mjgiri (8951)

იქ საქართველოს ახალგაზრდული იგებს და ორ ბილეთს ვაგებ ერთდროულად

21:02 | 12.10.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

20ხლარიან ბილეთს ვდებ და მიკარნახეთ თან პარალელურად

21:01 | 12.10.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

საქართველოს ჩემპიონატი კია უაზრობა, მაგრამ კაჭარავას არავინ ჯობია?

20:56 | 12.10.2018
mjgiri (8951)

კაჭარავას რომ კლუბში არ ეძლევა სათამაშო დრო ,სამწუხარო კი არა ლოგიკურია

20:55 | 12.10.2018
ირაოლა (563)

კარგი იქნება მოედანს წესიერად თუ მორწყაბენ...დანარჩენი პრობლემა არ იქნება

20:45 | 12.10.2018
playmaker (4749)

საინტერესო იქნებოდა ისე ყაზაიშვილი მაღლა აწეული და უკან ჩაკვე, ოქრი და ზარამდია მარჯვნიდან დაბალი პასებით, მაგრამ ისიც არის ჩაწოდება საერთოდ კარგავს აზრს მაგ განლაგებით. პრინციპში ან როდის რა ხეირს ვიღებთ ჩაწოდებებიდან მაგრამ მაინც )))

20:48 | 12.10.2018
mjgiri (8951)

ეგ კარგი იქნებოდა,ანდორა ძალიან კომპაქტურად რომ არ თამაშობდეს

20:37 | 12.10.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

სათამაშო ნოედანი ლატვიასთანაც კარგ მდგომარეობაში იყო. მაგრამ მორწყეს და ატალახიანეს. ძალით აატალახეს

21:24 | 12.10.2018
salazar (1835)

არა რა კარგ მდგომარეობაში.. კარგ მდგომარეობაში მყოფი გაზონი რო მორწყვის დროს არ ტალახიანდება არ იცი : )))

22:48 | 12.10.2018
mjgiri (8951)

+

20:21 | 12.10.2018
alfadhirhaiti (7530)

ფარერების კუნძულები - აზერბაიჯანი

ამათ თამაშს ვუყურებდი გუშინ და სულ არაფრიდან გაიტანა აზერბაიჯანმა 3 გოლი. მომენტებში ფარერები სჯობდა კიდეც

მიუხედავად ჩვენი დანაკლისისა, რატო არ უნდა მოველოდეთ მინიმუმ 3 ბურთით მოგებას ხვალ არ მესმის.

20:38 | 12.10.2018
mjgiri (8951)

ჯერ ერთი აზერბაიჯანის თამაშზე რამ გაყურებინა მერე იმ აზერებმა იგივე მალტას და კოსოვოს ვერ მოუგეს და დიდი ალბათობით პლეი-ოფშიც ვერ მოხვდებიან

22:38 | 12.10.2018
alfadhirhaiti (7530)

მეტოქეების მატჩების ნახვა სჯობია.

20:34 | 12.10.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

რა და მშიშარები არიან ძმაო. ცუდი ფეხბურთელები არ გვყავს, მაგრამ შეშინებული არიან. დაკომპლექსებული

20:37 | 12.10.2018
mjgiri (8951)

ეგ შენ ფიქრობ ესე

20:39 | 12.10.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

ხო მე ვფიქრობ, აბა შენს აზრებს კი არ ვკითხულობ

20:47 | 12.10.2018
mjgiri (8951)

მე ვფოქრობ,რომ მესი სლეა და რა ?

20:59 | 12.10.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

მასეა

20:05 | 12.10.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

ანდორა ჰო, მაგრამ ლატვიასაც უნდა მოუგოთ

19:59 | 12.10.2018
armenakich13 (577)

ვაისი : "ახლა მთავარი ის კი არ არის, რამდენი ფორვარდია გუნდში, არამედ ის, რამდენ ფეხბურთელს შეუძლია შეტევა“. .... ჩემი ძნელია რო შეეწინააღმდეგო, კიბატონო კარგები არიან სხირტლაძე, გაბედავა, ზივზივაძე, ვაწაძე მაგრამ რომელი არის ეროვნული ნაკრების დონის?! კაჭარავაც არაა ნაკრების დონის მაგრამ მას ცენტრფორვარდის აღნაგობა მაინც აქვს და თუ ბურთით ვერ აკეთებს ვერაფერს სსამაგიეროდ დარბის და მცველებს აწუხებს და მეორე სართულზე ბრძოლაშიც აწუხებს მცველებს...საქართველოს ძალიან უჭირს ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე და ახალგაზრდულებშიც ფლანგის შემტევების და პლეიმეიკერების ბუმია მაგრამ ნორმალური ცენტრფორვარდი არ ჩანს სამწუხაროდ....

20:04 | 12.10.2018
salazar (1835)

გეთანხმები.
ისე კაჭარავას როცა პრაქტიკა აქვს ნაკრებში უნდა იყოს ჩემი აზრით. ეხლა ანართოსისში მიქელთაძე სასტავშია და 21 წლამდელებშია, კაჭარავა სკამზეა და ეროვნულშია, რაღაც აბდა-უბდაა რა.

არველაძეს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ზარმაცი იყო ყოველთვის და არც ეხლა ეტყობა, რომ პროგრესირებს.

22:18 | 12.10.2018
armenakich13 (577)

კაჭარავა ნაკრებში გგოლის გატანის ფუნქციას არ ასრულებს უფრო იმ ფუნქციააზეა როგორც საფრანგეთში ჟირუ და რეალში რონალდოს ყოფნის დროს ბენზემა რო იყო... ხოლო იმ ფუნქციაზე რომელზეც კაჭარავაა მიქელთაძე ვერანაირად ვერ გაქაჩავს და თან ვერც დიდი გამტანია.... ამ ფუნქციის შეთავსება მხოლოდ მჭედლიძეს ქვილითაიას და კაჭარავას შეუძლიათ ... რასაც ქვია მკვლელი ცხრიანი ანუ გამტანი ცენტრფორვარდი არველაძის შემდეგ აღარ გვყოლია და არც ახლა გვყავს პერსპექტივაშიც კი ახალგაზრდულებიდან და ტყუილუბრალოდ მიქელთაძის დაყენებას ცენტრფორვარდად ტეხნიკური და სწრაფი ვაკო დააყენონ ჯობია კკიდევ ჩემი აზრით ....

20:05 | 12.10.2018
salazar (1835)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=aTgPViQvMIQ')>0?'https://www.youtube.com/watch?v=aTgPViQvMIQ':'https://www.youtube.com/watch?v=aTgPViQvMIQ'))

აჰა, 16 წლის ასაკში დაფრინავდა : ))

19:11 | 12.10.2018
alfadhirhaiti (7530)

სათამაშო მოედანი რა მდგომარეობაშია?

20:08 | 12.10.2018
salazar (1835)

ბევრად კარგ მდგომარეობაშია.
ნუ ესე შორიდან რაც ჩანს.
თამაშის დროს უკეთ გამოჩნდება.
კობიმ აიღო მაგის მოგვარება თავის თავზე და ვნახოთ..

18:41 | 12.10.2018
salazar (1835)

მოკლედ ცოტა ხნის წინ ვებაზრე ვლადიკოს და ცრუ ცხრიანით ვაპირებ თამაშსო. ხან ვაკო აიწევს , ხან ოქრი ეგრე უფრო დავაბნევთ მცველებსო.
თუ საჭირო გახდა კაჭარავასაც შემოვიყვან და მერებას საერთოდ რა უნდა.. ბაბუამისმა მთხოვა და მაგ პონტში ვათამაშე, ჯარში ერთად ვმსახურობდით და არ გავუტეხეო.

მოკლედ ასეა საქმე.

18:28 | 12.10.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

რაღაც ძალიან ხშირად იყენებს ფრაზას "სამწუხაროა რომ"...
ემანდ არაფერი მიჰქაროთ და ისევ კარგის ტრ...ის გინებაზე არ გადაგვიყვანოთ

17:37 | 12.10.2018
bucho (20)

3-0 ვიგებთ ხვალ...ერთ გოლს მგონია კაჭარავა გაიტანს თუ ათამაშა...

0.126358