აწგანთავისუფლებული „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი, ლეონარდუ ჟარდიმი კლუბისგან 7 მილიონევროიან კომპენსაციას მიიღებს. გვამცნობს პორტუგალიური A Bola.
შეგახსენებთ, რომ ჟარდიმმა „მონაკო“ 2014 წელს ჩაიბარა და 2016-17 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი გახადა. ამას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაც მოჰყვა, სადავ „იუვენტუსის“ ბარიერი ვეღარ გადალახა. იმავე წელს ჟარდიმი ფრანგული ლიგა 1-ის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
მაგრამ წლევანდელ სეზოში „მონაკოს“ ძალიან ცუდად მისდის საქმეები. ცხრა ტურის შემდეგ ლიგა 1-ში მე-18 ადგილი უჭირავს.