ფეხბურთი

15:07 | 12.10.2018 | ნანახია NaN - ჯერ

მალკომი "ბარსელონაში" უკმაყოფილოა

მალკომი იმედგაცრუებულია. როგორც ბრაზილიელი შემტევის აგენტი ამბობს, მისი კლიენტი „ბარსელონაში“ თავს ბედნიერად არ გრძნობს და ეს სათამაშო პრაქტიკის არქონითაა გამოწვეული.

„ყველა ფეხბურთელს, რომელიც ახალ გუნდში გადადის, დრო სჭირდება ადაპტაციისთვის. მაგრამ იმისთვის, რომ ადაპტირება მოახდინოს, საჭიროა გარკვეული სათამაშო დროის მიღება, რათა დაამტკიცოს ღირსია თუ არა ითამაშოს გუნდში. მიუხედავად იმისა, რომ მალკომს არ მოსწონს არსებული ვითარება, ორიენტირებულია სამუშაოზე და ძალიან მოტივირებულია“, - განაცხადა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელის ტრანსფერმა ზაფხულში დიდი ხმაური გამოიწვია. მალკომი „რომას“ შეუთანხმდა და იტალიაში გასაფრენად მზად იყო, როდესაც ბოლო მომენტში ტრანსფერი სწორედ „ბარსას“ დაინტერესების გამო ჩაშალა. შედეგად, რომის ნაცვლად ბარსელონაში გაფრინდა.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ოდენ ორი მატჩი ჩაატარა და ჯამში 25 წუთი გაატარა მინდორზე.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:01 | 02.04.2013
galaqtiko (3488)

იუტა თუ გავიდა და ელეი ჩარჩა, დავაი ენბიეი :დ

18:45 | 02.04.2013
In vino veritas (2107)

ხო მაგრამ დენვერიც ხომ მეორეა დივიზიონში და მაშინ ეგ რატომ ასწრებს?

18:43 | 02.04.2013
chikovansky91 (2776)

bidzina
იმიტომ რომ კლიპერსი თავის დივიზიონში არის პირველი ))))
ხოლო მემფისი თავისაში კი მეორე )))

18:03 | 02.04.2013
In vino veritas (2107)

ერთი განაგებინეთ მემფისზე წინ კლიპერსი რატომმაა კაცურად ამიხსენიტ ვინმემ

16:52 | 02.04.2013
In vino veritas (2107)

ლეიკერსმა და დალასმა გაანძრიონ ერთი ადგილი, თორემ გავიდა ეს მახინჯი იუტა პლეიოფში

14:59 | 02.04.2013
chite (30)

მგონი სპურსიც ფიქრობს ელეის გასვლას და ტეხავს ტამაშებს :დდდდ

12:58 | 02.04.2013
chikovansky91 (2776)

ხვალ დილით სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლააა)))))))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.064139
სარეკლამო ადგილი - 99
X x X