ფეხბურთი

13:23 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "მეორე ადგილი არაფერია. გამარჯვებები მწყურია"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეორე ადგილის დაკავება მისთვის არაფერს ნიშნავს.

„ვის სჭირდება 10-20 წლის წინანდელ ამბებზე საუბარი? არავის. არც ის არის საკმარისი შემდეგში რომ ილაპარაკონ კლოპის ხელში „ლივერპული“ კარგ, მხიარულ თამაშს ვაჩვენებდითო. დრო იცვლება. ახლა ტიტულის მოპოვება განსაკუთრებით ძნელი გახდა, იმიტომ, რომ სხვა გუნდებიც იმავეს აკეთებენ, რასაც ჩვენ - ძლიერდებიან.

სპორტის სხვა სახეობებში, თუ ვერცხლის მედალს მოიგებ, დიდ წარმატებად ითვლება. ფეხბურთში სხვაგვარადაა. ასეა ჩემთვისაც. გამარჯვებები მჭირდება. ეს არის ჩემი მოვალეობა. ყველაფერს ვდებ გუნდში: გულს, ცოდნას, გამოცდილებას, ემოციას. ასი პროცენტით ვიხარჯები. ამიტომ, მხოლოდ გამარჯვებები მწყურია.“ - უთხრა გერმანელმა სპეციალისტმა Goal.com-ს.

0.118475