ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიის ქალაქ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წინ მიიწევს.
შაფათავა, რომელიც ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვდა, იტალიელი კრისტიანა ფერანდოს 6:3, 1:0 ამარცხებდა, ამ დროს კი, მისმა მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.
უკვე ცნობილია, რომ სოფო მერვედფინალში ბრაზილიელი გაბრიელა სეს ეთამაშება.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და რუსი ამინა ანშბა უკრაინელ მარინა ჩერნიშოვასა და რუმინელ კრისტინა ენეს გაუმკლავდნენ – 6:2, 6:2. სოფო და ამინა მეოთხედფინალში ხორვატ ბოშკოვიჩსა და ამერიკელ შოლს გაეჯიბრებიან.