ლონდონის „ჩელსისა“ და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ზამთარში მადრიდის „რეალში“ გადავიდოდა.
როგორც ედენმა ბელგიურ მედიას უთხრა, ესპანეთში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ მიმდინარე სეზონს ლონდონში გაატარებს:
„უკვე არაერთხელ ვისაუბრე ჩემი მომავლის შესახებ, მაგრამ იმის შესაძლებლობა, რმ „ჩელსი“ იანვარში დავტოვო, არ არსებობს. თუმცა, კიდევ ერთხელ კიდასტურებთ, რომ ჩემი სურვილია ვითამაშო ესპანეთში და მოვიგო „ოქროს ბურთი“, - აღნიშნა აზარმა.
შეგახსენებთ, რომ „რეალის“ მხრიდან აზარის დამატების შესახებ ინფორმაცია უკვე კარგა ხანია ვრცელდება. თავის მხრივ, ცოტა ხნის წინ ბელგიელმა შემტევმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბავშვობიდან „სამეფო კლუბში“ თამაშზე ოცნებობს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონი აზარმა შესანიშნავად დაიწყო და პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას 8 მატჩში გატანილი 7 გოლით.