იტალიური „მილანის“ სპორტული დირექტორი ლეონარდო ადასტურებს ინფორმაციას, რომ „ფლამენგოსთან“ ლუკას პაკეტას შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
თუმცა, ბრაზილიელის განცხადებით, იანვრამდე დროა და ჯერ კიდევ პატარა დეტალები მოსაგვარებელია:
„ფლამენგოსთან“ საბაზისო შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ სატრანსფერო ბაზარი იანვრიდან იწყება და შესაბამისად, გაოფიციალურებამდე პატარა ნაბიჯები კიდევ უნდა გადავდგათ. ამ დროისთვის პაკეტა „ფლამენგოს“ ფეხბურთელია და ბრაზილიის ჩემპიონატში შეხვედრები უნდა ჩააატროს. უნდა დაველოდოთ 3 იანვარს“, - განუცხადა ლეონარდომ Milannews-ს.
შეგახსენებთ, გუშინ ბრაზილიურმა გამოცემა Globo Esporte-მ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად ლუკას პაკეტა იანვარში „მილანის“ მაისურს მოირგებს. იტალიელებს ბრაზილიელი ტალანტის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს გაღება მოუწევთ.
აქვე გეტყვით, რომ პაკეტას შეძენა განსაკუთრებით "ლივერპულს" სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, "შავ-წითლებმა" ინგლისელთა კონკურენცია დაძლიეს და ბრაზილიელი დაიყოლიეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახალახალ სირთულეებს ქმნიან დალასის შეფები ზაზას საწინააღმდეგოდ,იმდენად არ აქვთ სურვილი დააფასონ ჩვენი კაპიტნის ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონი,რომ სულ შემაჯავრებენ ამ გუნდს თუ ზაზას წყალში ჩაუყარეს ამდენი მშვენივრად ჩატარებული თამაში დალასის სასარგებლოდ.ასეა ეს.