საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) სუმოს საერთაშორისო ფედერაცია (ISF) და საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა გლობალური ასოციაცია (GAISF) ოფიციალურად აღიარა.
ISF-ის ცნობით, მათი ფედერაცია IOC-ის მიერ 2001 წლიდან დროებით აღიარებულის სტატუსით სარგებლობდა.
GAISF, რომელიც ათეულობით ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სპორტის სახეობებს აერთიანებს, ადრე „სპორტაკორდის" (SportAccord) სახელით სარგებლობდა.
"IOC-ის 133-ე სესიაზე GAISF-ის აღიარებით მოხარული ვარ. IOC-თან ერთად ოლიმპიური ღირებულებების წამოწევაზე ვზრუნავთ. IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის და მთელი ოლიმპიური ოჯახის მადლობელი ვართ", - ამბობს GAISF-ის პრეზიდენტი პატრიკ ბაუმანი.
www.geonoc.org.ge