ფეხბურთი

15:42 | 11.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ „მონაკოს“ მარსიალისთვის კიდევ 10 მილიონს გადაუხდის

ინგლისური პრემიერლიგის მერვე ტურში, თავის „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერმა“ დრამატულ ბრძოლაში „ნიუკასლი“ 3:2 დაამარცხა. 76-ე წუთზე „კაჭკაჭებს“ გოლი ფრანგმა ანტონი მარსიალმა გაუტანა.

ეს მარსიალის 25-ე გოლი გამოდგა „ეშმაკუნების“ შემადგენლობაში. France Football-ის ინფორმაციით კი, „მანჩესტერისა“ და „მონაკოს“ მოლაპარაკების თანახმად („მანჩესტერმა“ მარსიალი „მონაკოსგან“ 2015 წლის ზაფხულში 60 მილიონ ევროდ იყიდა), თუ მარსიალი ამ რაოდენობის გოლებს გაიტანდა, „მანჩესტერი“ მონეგასკებს ბონუსის სახით კიდევ 10 მილიონს დაუმატებდა.

მარსიალმა 25 გოლი გაიტანა, ახლა ჯერი „მანჩესტერზეა.“

0.129507