კალათბურთი

15:53 | 11.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგის ყველა ტრანსფერი

დღეს, 4 მატჩით სტარტს აიღებს ევროლიგის 2018-19 წლების სეზონის გათამაშება. მოახლოებული ტურნირის წინ საინტერესო უნდა იყოს იმ ტრანსფერებისთვის თვალის გადავლება, რომლებიც ევროლიგის 16-მა მონაწილე კლუბმა განახორციელა.

ცსკა (რუსეთი)
მოვიდნენ: ჯოელ ბოლომბოი (G-ლიგა), ალეკ პიტერსი (“ფინიქსი”), დანიელ ჰეკეტი (“ბამბერგი”), აგასი ტონოიანი (“სამარა”), ივან უხოვი (“პარმა”).
წავიდნენ: ვიკტორ ხრიაპა (თავისუფალი აგენტი), ვიტალი ფრიძონი (“ლოკომოტივ-ყუბანი”), ლეო ვესტერმანი (“ჟალგირისი”), პაველ კორობკოვი (თავისუფალი აგენტი), ალან მაკიევი (“ურალმაში”), ანტონ ასტაპკოვიჩი (“ნიჟნი ნოვგოროდი”).

“ხიმკი” (რუსეთი)
მოვიდნენ: ჯორდან მიკი (“მაიამი”), კეისი პრეტერი (“პრომითეასი”), პეტრ გუბანოვი (“ნიჟნი ნოვგოროდი”), დი ბოსტი (“სტრასბურგი”), ტონი კროკერი (“თოფაში”).
წავიდნენ: ტაილერ ჰანიკატი, ჯეიმს ანდერსონი (“ანადოლუ ეფესი”), ტომას რობინსონი (“ატლანტა”), მარკო ტოდოროვიჩი (“ხუვენტუდი”), დმიტრი სოკოლოვი (კარიერა დაასრულა), რუსლან პატეევი (“ლეგია”).

“ფენერბაჰჩე” (თურქეთი)
მოვიდნენ: ტაილერ ენისი (“ლეიკერსი”), ჟოფრე ლოვრენი (“სან ანტონიო”).
წავიდნენ: ბრედ უონამეიკერი (“ბოსტონი”), ჯეისონ ტომპსონი (“სიჩუანი”), ჯეიმს ნანელი (“მინესოტა”).

“ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი)
მოვიდნენ: დევიდ ბლატი (მწვრთნელი, “დარუშაფაკა”), იანის ტიმა (“ბასკონია”), აქსელ ტუპანი (“ჟალგირისი”), ალექსანდარ ვეზენკოვი (“ბარსელონა”), ზაკ ლედეი (“გილბოა გალილი”), ნაიჯელ უილიამს-გოსი (“პარტიზანი”).
წავიდნენ: იანის სფეროპულოსი (მწვრთნელი), ბობი ბრაუნი (თავისუფალი აგენტი), იანის პაპაპეტრუ (“პანათინაიკოსი”), ჯამელ მაკლინი (“ლოკომოტივ-ყუბანი”), ბრაიან რობერტსი (“უნიკახა”), კაილ უილჯერი (“უნიკახა”), კიმ ტილი (“გრან კანარია”), ჰოლის ტომპსონი (თავისუფალი აგენტი), ნიკოს არსენოპულოსი (“პსიხიკონი”).

“პანათინაიკოსი” (საბერძნეთი)
მოვიდნენ: გეორგიოს პაპაიანისი (“პორტლენდი”), კიტ ლენგფორდი (“მაკაბი რიშონი”), იანის პაპაპეტრუ (“ოლიმპიაკოსი”), სტეფან ლასმე (“უნიკსი”), დეშონ ტომასი (“მაკაბი თელ ავივი”), ვანგელის საკელარიუ (“პანიონისი”).
წავიდნენ: მაიკ ჯეიმსი (“მილანი”), კრის სინგლტონი (“ბარსელონა”), კენი გებრიელი (“ტურკ ტელეკომი”), მარკუს დენმონი (“ჩჟეცზიანი”), ზაგ ოგასტი (“გალათასარაი”).

რეალი (ესპანეთი)
მოვიდნენ: გაბრიელ დეკი (“სან ლორენცო”), კლემენ პრეპელიჩი (“ლევალუა”).
წავიდნენ: ლუკა დონჩიჩი (“დალასი”), ჩეისონ რენდლი (“ცედევიტა”), დინო რადონჩიჩი (“სან პაბლო ბყრგოსი”).

“ჟალგირისი” (ლიტვა)
მოვიდნენ: ლეო ვესტერმანი (ცსკა), ნეიტ უოლტერსი (“შალონი”), მარიუს გრიგონისი (“ალბა”), ტომას უოლკაპი (“ლუდვიგსბურგი”), დონატას საბეცკისი (“შიაულაი”).
წავიდნენ: აქსელ ტუპანი (“ოლიმპიაკოსი”), კევინ პანგოსი (“ბარსელონა”), ვასილე მიციჩი (“ანადოლუ ეფესი”), პაულიუს ვალინსკასი (“ლიტკაბელისი”).

“ბასკონია” (ესპანეთი)
მოვიდნენ: დარან ჰილიარდი (“სან ანტონიო”), შავონ შილდსი (“ტრენტო”), ადჟდინ პენავა (მარშალის უნივერსიტეტი).
წავიდნენ: იანის ტიმა (“ოლიმპიაკოსი”), როდრიგ ბობუა (“ანადოლუ ეფესი”).

“დარუშაფაკა” (თურქეთი)
მოვიდნენ: ახმეტ ჩაკი (მწვრთნელი), მარკელ ბრაუნი (“ჰიუსტონი”), რეი მაკკალუმი (“უნიკახა”), იანის პეინერსი (“ლიტკაბელისი”), ბერკ დემირი (“ანადოლუ ეფესი”), ჯონ დიბლერი (“ბეშიქთაში”), ოგუზ სავაში (თავისუფალი აგენტი), ჯერემი ევანსი (G-ლიგა).
წავიდნენ: დევიდ ბლატი (მწვრთნელი, “ოლიმპიაკოსი”), სკოტი უილბეკინი (“მაკაბი თელ ავივი”), ჯაჯუან ჯონსონი (“ლოკომოტივ-ყუბანი”), ჰოვარდ სენტ-როსი (აეკ).

მაკაბი თელ ავივი (ისრაელი)
მოვიდნენ: ტარიკ ბლექი (“ჰიუსტონი”), ჯონი ო’ბრაიანტი (თავისუფალი აგენტი), ნიმროდ ლევი (“მაკაბი აშდოდი”), სკოტი უილბეკინი (“დარუშაფაკა”), ანჯელო კალოიარო (“ბანვითი”), კენდრიკ რეი (“ნიმბურკი”).
წავიდნენ: დეშონ ტომასი (“პანათინაიკოსი”), ჯონა ბოლდენი (“ფილადელფია”), პიერ ჯეკსონი (“პეკინი”), იტაი სეგევი (“მაკაბი რიშონი”), ნორის კოული (“აველინო”), კარამ მაშური (თავისუფალი აგენტი).

გრან კანარია (ესპანეთი)
მოვიდნენ: სალვა მალდონადო (მწვრთნელი, “ესტუდიანტესი”), კრის ევანსი (“მონაკო”), დი ჯეი სტროუბერი (“ბეშიქთაში”), კიმ ტილი (“ოლიმპიაკოსი”), კლევინ ჰანა (“მურსია”).
წავიდნენ: ლუის კასიმირო (მწვრთნელი, “უნიკახა”), ნიკოლა რადიჩევიჩი (“ტრენტო”).

“ბაიერნი” (გერმანია)
მოვიდნენ: დერიკ უილიამსი (თავისუფალი აგენტი), პეტერი კოპონენი (“ბარსელონა”), მაოდო ლო (“ბამბერგი”), რობინ ამაიზე (“ბაიროითი”), ლეონ რადოშევიჩი (“ბამბერგი”), ნემანია დანგუბიჩი (“ცრვენა ზვეზდა”).
წავიდნენ: მაიკ ზირბესი (“ცრვენა ზვეზდა”).

“ბარსელონა” (ესპანეთი)
მოვიდნენ: არტიომ პუსტოვოი (“ობრადოირო”), კაილ კურიჩი (“ზენიტი”), კრის სინგლტონი (“პანათინაიკოსი”), კევინ პანგოსი (“ჟალგირისი”), იაკა ბლაჟიჩი (“ანდორა”).
წავიდნენ: ხუან კარლოს ნავარო (კარიერა დაასრულა), ალექსანდარ ვეზენკოვი (“ოლიმპიაკოსი”), ჯალენ რეინოლდსი (“ზენიტი”), პეტერი კოპონენი (“ბაიერნი”), ედვინ ჯეკსონი (“ბუდუჩნოსტი”), ადრიენ მოერმანი (“ანადოლუ ეფესი”), მარკ გარსია (“ფუენლაბრადა”), როდიონ კურუჩსი (“ბრუკლინი”).

“ბუდუჩნოსტი” (მონტენეგრო)
მოვიდნენ: ედვინ ჯეკსონი (“ბარსელონა”), აარონ კრაფტი (“მონაკო”), ერლ კლარკი (“ბეშიქთაში”), კოტი კლარკი (“ავტოდორი”), იგორ დრობნიაკი (“მეგა ლეკსი”), ალენ ომიჩი (“ცრვენა ზვეზდა”).
წავიდნენ: არავინ.

“მილანი” (იტალია)
მოვიდნენ: მაიკ ჯეიმსი (“პანათინაიკოსი”), კრისტიან ბარნსი (“კანტუ”), ნემანია ნედოვიჩი (“უნიკახა”), ჯეფ ბრუკსი (“უნიკახა”), ამედეო დელა ვალე (“რეჯიო ემილია”), სიმონე ფონტეკიო (კრემონა).
წავიდნენ: ენდრიუ გაუდლოკი (“შანდუნი”), მანტას კალნიეტისი (“ვილერბანი”), მარკო კუზინი (“ტორინო”), ავუდუ აბასი (“ბრეშია”), დავიდე პასკოლო (“ტრენტო”), ჯორდან ტეოდორი (თავისუფალი აგენტი).

“ანადოლუ ეფესი” (თურქეთი)
მოვიდნენ: ტიბორ პლიაისი (“ვალენსია”), შეინ ლარკინი (“ბოსტონი”), ჯეიმს ანდერსონი (“ხიმკი”), ადრიენ მოერმანი (“ბარსელონა”), როდრიგ ბობუა (“ბასკონია”), ვასილე მიციჩი (“ჟალგირისი”), ბუგრაჰან ტუნჩერი (“ესქიშეჰირი”), სერტაკ სანლი (“ბეშიქთაში”), მეტეჯან ბირსენი (“საქარია”).
წავიდნენ: ბერკ დემირი (“დარუშაფაკა”), ტონი დაგლასი (“საქარია”), ვლადიმირ შტიმაცი (“ტურკ ტელეკომი”), ერიკ მაკკოლუმი (“უნიკსი”).

თეგებიევროლიგა
0.115953