ფეხბურთი

13:37 | 11.10.2018 | ნანახია 419 - ჯერ

მბაპე TIME-ს ყდაზე მოხვდა

საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ჭაბუკი შემტევი, კილიან მბაპე ამერიკის ყველაზე პოპულარული ჟურნალის, TIME-ს ყდაზე გამოჩნდა.

გამოცემამ ის თავის „ხვალინდელი დღის ლიდერების“ რუბრუკაში მოათავსა, ლოზუნგით „მბაპე - ფეხბურთის მომავალი.“

19 წლის თავდამსხმელი მართლაც გამორჩეული მოთამაშეა. წლეულს ის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთლის პრიზიც დაისაკუთრა. ახლა კი „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორისაა დასახელებული.

საფრანგეთის ლიგა-1-ის ბოლო ტურში, პსჟ -„ლიონის“ (5:0) მატჩში 4 ბურთი გაიტანა და 9 ტურის შემდეგ ჯამში 8 გოლი მოუგროვდა.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.070448