გერმანიისა და აშშ-ის ნაკრებების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლინსმანი აცხადებს, რომ მზადაა რომელიმე ამბიციური ეროვნული გუნდი ჩაიბაროს.
„ბოლო მუნდიალის წინ ოთხი თუ ხუთი შემოთავაზება მქონდა ფინალურ ეტაპზე გასული ნაკრებებიდან, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი, რადგან მათი მიზანი მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა იყო.
ასეთივე ამოცანა მქონდა აშშ-ის ნაკრებში მუშაობის დროსაც, 2014 წელს. მაგრამ ახლა მსგავსი გამოწვევა აღარ მაკმაყოფილებს. მინდა ისეთი ნაკრები გავწვრთნა, რომელიც მინიმუმ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს.“ - უთხრა კლინსმანმა ინტერნეტპორტალ Goal-ს.
შეგახსენებთ, რომ კლინსმანის თავკაცობით გერმანიის ნაკრებმა 2006 წლის მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა.