ფეხბურთი

10:27 | 11.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა: „ჩემი მიზანი პრემიერლიგის მოგებაა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“’ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი უახლოესი მიზანი ინგლისური პრემიერლიგის მოგებაა. 25 წლის მოთამაშემ ასევე აღიარა, რომ მუნდიალის მოგებით ფრანგი ფეხბურთელები ცაში ვარსკვლავებს შეეხნენ.

„რთულია ყველაფრის თავიდან დაწყება. მსოფლიო თასის მოგებით ჩვენ ცაში ვარსკვლავებს შევეხეთ. ფიფას თასი ხომ ყველაზე ფასეულია, რაც კი შეიძლება ფეხბურთელმა მოიგოს, - უთხრა პოგბამ ESPN-ს, - თუმცა სხვა მიზნებიც მაქვს. მაგალითად, პრემიერლიგის მოგება.“

შეგახსენებთ, რომ პოგბა „მანჩესტერში“ 2016 წლიდან თამაშობს.

0.128724