ფეხბურთი

9:23 | 11.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეითს ხელფასს მოუმატებენ

ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გარეთ საუთგეითს უახლოეს მომავალში ხელფასს საგრძნობლად გაუზრდიან. BBC-ის ცნობით, 48 წლის სპეციალისტმა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციასთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააგრძელა და ახალი ხელშეკრულების თანახმად, წელიწადში ჯამაგირად 3 მილიონ გირვანქას მიიღებს. ახლანდელი მისი ხელფასი კი 1,8 მილიონი გირვანქა ყოფილა.

საუთგეითი ინგლისის ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის და ახლახან დამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში გაიყვანა, რაც 1990 წლის იტალიური მუნდიალის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113978