ფეხბურთი

23:52 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნში" ზიდანზე ფიქრობენ

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნი“ ჩაიბაროს. ბრიტანული Mirror-ის ცნობით, „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელები შეშფოთებულნი არიან გუნდის ამჟამინდელი ვითარებით და ნიკო კოვაჩის შემცვლელად ზიდანს მოიაზრებენ.

აღსანიშნავია, რომ ფრანგს აქამდე „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებდნენ, მაგრამ „ზიზუს“ აგენტმა ინგლისში თავისი კლიენტის დასაქმება გამორიცხა და თან დააყოლა, ამ სეზონში საწვრთნელ საქმიანობას არ დაუბრუნდებაო.

თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინ ული ჰიონესმა კოვაჩი დაიცვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ზედიზედ 4 თამაში ვერ მოიგო და ბუნდესლიგაში ოთხეულს მიღმა იმყოფბა 7 ტურში მოპოვებული 13 ქულით.

Loading...
სტატისტიკა
0.335438