კატალონიის „ბარსელონას“ ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტნის, მატის დე ლიგტის გაფორმება სურს. Marca-ს ცნობით, კატალონიაში 19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი ჟერარ პიკეს შემცვლელად ესახებათ.
როგორც ცნობილი ხდება „ბარსა“ დე ლიგტის კარგა ხანია აკვირდება და კლუბის ხელმძღვანელებმა ჰოლანდიელთა ამსტერდამში შეხვედრა უკვე გამართეს.
დე ლიგიტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ მცველად მიიჩნევა და სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს აღწევს.