ფეხბურთი

19:08 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძესა და ქვილითაიას "გენტში" დანიელი გაწვრთნით

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - იეს თორუპი. 48 წლის დანიელმა სპეციალისტმა 3-წლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

სკანდინავიელი ივეს ვანდერჰაეგეს შეცვლის, რომელიც კლუბმა ორი დღის წინ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვა.

რაც შეეხება თორუპს, აქამდე სამშობლოში მუშაობდა და ყველაზე დიდ წარმატებას გასულ სეზონში მიაღწია, როდესაც „მიტდიულანდს“ დანიის ჩემპიონობა მოაპოვებინა.

0.126152