ფეხბურთი

15:24 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯამპიერო ვენტურა "მფრინავ ვირებში"

იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა სერია A-ს ბინადარ „კიევოს“ გაწვრთნის. როგორც ვერონული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

71 წლის ვენტურამ ლორენცო დ’ანა შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ ვენტურასთვის ეს პირველი სამსახურია მას შემდეგ, რაც იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა.

რაც შეეხება „კიევოს“ 8 ტურის შემდეგ 2 ფრე და 6 მარცხი აქვს, რის გამოც ბოლო ადგილზე იმყოფება მინუს ერთი ქულით. საქმე ისაა, რომ „მფრინავ ვირებს“ სამი ქულა დაკლებული აქვთ და ჯერჯერობით მინუსებში არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.109407