კალათბურთი

13:33 | 10.10.2018 | ნანახია 1811 - ჯერ

შენგელია ევროლიგის საუკეთესო ხუთეულში

11 ოქტომბერს სტარტს ევროლიგის მორიგი სეზონი აიღებს, მანამდე კი, პოპულარულმა საკალათბურთო ვებ-გვერდმა Eurohoops.net ახალი სეზონისთვის საუკეთესო 100 მოთამაშის სია შეადგინა. სასიხარულოა, რომ ჩამონათვალში მე-5 ადგილზე ესპანური “ბასკონიას” ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია მოხვდა.

აი, რას წერს აღნიშნული საიტი თოკოს შესახებ:
“თორნიკე შენგელია (“ბასკონია”).
დაბადების წელი: 1993.
პოზიცია: ფორვარდი.
სიმაღლე: 203 სმ.
2017-18 წლების სტატისტიკა: 13.7 ქულა, 6.1 მოხსნა, 2.2 პასი, 25:29 წუთი.
გასაკვირი არაა, რომ ჩინებულად ჩატარებული გასული სეზონის შემდეგ, “ბასკონიამ” შენგელიას შესანარჩუნებლად მაქსიმუმი გააკეთა. შედეგად, ქართველმა ფორვარდმა ვიტორიელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა, რომლის თანახმადაც მისი გადაბირების უფლება მხოლოდ ნბა-ს კლუბებს აქვთ.
თორნიკემ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და ამას, ყველა აღიარებს. მისი სტატისტიკური მაჩვენებლები ყველა კომპონენტში გაუმჯობესდა და სრულიად ლოგიკურად, ის ევროლიგის პირველ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. არ არსებობს თამაშის ასპექტი, რომელშიც შენგელიას აქტიურობა არ გამოეჩინოს. შედეგად, ის მძიმე ფორვარდის პოზიციაზე დომინანტ კალათბურთელად იქცა.
შენგელია ფიზიკური სიძლიერის წყალობით, მცველების მეურვებას არ იმჩნევს და მათთვის გვერდის ავლას ახერხებს. დასაფასებელია ქართველი კალათბურთელის სწრაფი მიძრაობაც, მით უფრო, მისი გაბარიტების შემხედვარე. თუკი თორნიკეს შესატევი პოზიცია არ აქვს, მას პასის გაცემაც ეხერხება და ეს, მოედნის კარგ ხედვაზე მეტყველებს.
ცხადია, რომ მიმდინარე სეზონში შენგელიას უმთავრესი მიზანი ევროლიგის “ოთხთა ფინალში” თამაში იქნება. აღნიშნული ღონისძიების მასპინძელი სწორედ “ბასკონია” გახლავთ და ეს, ქართველი ფორვარდის გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა”.
აქვე, Eurohoops.net-ის მიერ შედგენილი საუკეთესო ათეულიც: 1. ნიკ კალატესი (“პანათინაიკოსი”), 2. სერხიო ლული (“რეალი”), 3. ნანდო დე კოლო (ცსკა), 4. ალექსეი შვედი (“ხიმკი”), 5. თორნიკე შენგელია (“ბასკონია”), 6. იან ვესელი (“ფენერბაჰჩე”), 7. სერხიო როდრიგესი (ცსკა), 8. ვასილის სპანულისი (“ოლიმპიაკოსი”), 9. კოსტას სლუკასი (“ფენერბაჰჩე”), 10. კევინ პანგოსი (“ბარსელონა”).
შეგახსენებთ, რომ “ბასკონია” ევროლიგის ახალი სეზონის სასტარტო მატჩს 12 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც ლიტვაში კაუნასის “ჟალგირისს” გაეჯიბრება.

Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:25 | 11.10.2018
temo11 (1566)

ბრავო ტოკო

22:57 | 10.10.2018
ogafa (8077)

ყოჩაღ

18:37 | 10.10.2018
პანტელეიმონი (4102)

წარმატებას გისურვებ თოკო ! ! !

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.075188