საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა ინტერნეტპორტალმა Goal-მა. მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ტონი კროოსი, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გახდესო. 28 წლის გერმანელის გადაბირებით თავად „ქალაქელთა“ დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა ყოფილა დაინტერესებული.
მანჩესტერული კლუბი „რეალში“ არსებული რთული სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და კროოსისთვის გაცილებით დიდი ხელფასის შეთავაზებას აპირებს.
შეგახსენებთ, რონ კროოსი „რეალში“ 2014 წელს გადავიდა. მადრიდელებთან ერთად მან ერთხელ ესპანეთის ჩემპიონობა, სამჯერ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ახალ სეზონში „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში 10-ჯერ ითამაშა, თუმცა თავი არაფრით გამოუჩენია.