სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

9:01 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო „მონცაში“ არ წავა

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ არ აპირებს იტალიის მესამე დივიზიონის კლუბ „მონცაში“ მუშაობას, რომელიც „მილანის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ შეიძინა.

„ახლახან ბერლუსკონის დაბადების დღე და ახალი კლუბის შეძენა მივულოცე. მიხარია, რომ ასეთი ადამიანი ფეხბურთში ბრუნდება. მაშინ „მონცას“ შესახებ გავიხუმრეთ.

ახლა მთელი ყურადღება უკრაინის ნაკრებისკენ მაქვს მიპყრობილი. მჯერა, რომ ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ. - უთხრა შევჩენკომ Football.ua-ს.

უკრაინის ნაკრები, დღეს, გენუაში იტალიის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.104474