ფეხბურთი

2:15 | 10.10.2018 | ნანახია 1115 - ჯერ

სექტემბრის საუკეთესო - გიორგი ჩაკვეტაძე

სექტემბრის თვეში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. WORLDSPORT.GE-ს ყოველთვიურ გამოკითხვაში “თქვენ ირჩევთ”, ბელგიური "გენტის" ნახევარმცველმა ხმების უმეტესობა მიიღო და გაიმარჯვა.

აღნიშნულ გამოკითხვაში 547-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და გიორგიმ გამოკითხულთა ხმების აბსოლუტური უმეტესობა მიიღო - 66.1%. ჩაკვეტაძემ ლუკა ზარანდიას აჯობა, რომელიც 19.9%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს, შემდეგნაირად გადანაწილდა:

ჯაბა კანკავა - 7.1%

ვაკო ყაზაიშვილი - 6.8%

აქვე, გიორგი ჩაკვეტაძის სექტემბრის მონაგარის შესახებ:

გიორგიმ სექტემბერში 7 თამაში ჩაატარა. „გენტში“ 2 საგოლე პასით გამოირჩა და ორივე ბელგიის თასზე „ვირტონთან“ გაახერხა. თუმცა, ჩვენ მაინც საქართველოს ნაკრებში გარჯისთვის გამოვარჩიეთ. ყაზახეთთან ფანტასტიკური გოლი გაიტანა! საერთოდაც, სამივე გოლში, რომელიც „ჯვაროსნებმა“ სექტემბერში გაიტანეს, ლომის წილი დაიდო. ერთი თავად გაიტანა (ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლის ავტორიც შეიქნა), მეორე საგოლე შეტევა წამოიწყო და მესამე გოლის ეპიზოდში პენალტი გამოიმუშავა.

ჩვენი გამოკითხვა "თქვენ ირჩევთ" ნოემბრის დასაწყისში ისევ განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე და თქვენ ოქტომბრის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს გამოავლენთ.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.073957