ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო კარიერის დასრულების შემდეგ ადგილობრივ ტელევიზიაში, Sky Sport-ზე მიმომხილველად მუშაობს. შესაბამისად, ალექსს საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარის გაკეთება ხშირად უწევს.
მაგალითად გონსალო იგუაინზე და „იუვენტუსზე“. დელ პიეროს აზრით, არგენტინელი ფორვარდი ტურინულ კლუბზე კბილებს ილესავს.
„ვფიქრობ, იგუაინი „იუვენტუსზე“ კბილებს ილესავს, რადგან გუნდიდან გაუშვეს მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი სეზონები ჩაატარა. გონსალო განრისხებულია და ეს მაშინაც ემჩნევა, როდესაც გოლს იტანს. დააკვირდით, როგორ აღნიშნავს გოლებს, იქნევს ხელებს და სურს გვაჩვენოს, რომ „მილანში“ პრობლემების გადასაჭრელად მივიდა“, - განაცხადა ალექსმა.
აქვე გეტყვით, რომ „მილანისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა „სან სიროზე“ 11 ნოემბერს გაიმართება.