ფეხბურთი

22:24 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

Cadena Ser: აზარი "რეალში" იანვარში გადავა

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის „რეალში“ გადავიდეს.

Cadena Ser-ის ინფორმაციით, ბელგიელმა ფეხბურთელმა ლონდონელთა პირველი წინადადება კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ უარყო. აზარი „სამეფო კლუბში“ გადაბარგებაზე ოცნებობს. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ედენმა ხმამაღლა არაერთხელ განაცხადა და აღნიშნავს, რომ ბავშვობიდან მხოლოდ „რეალის“ მაისურის მორგებაზე ოცნებობს.

ჯერჯერობით შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. აქვე გეტყვით, რომ აზარმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 8 თამაში ჩაატარა და 7 გოლის გატანა შეძლო.

0.125228