ფეხბურთი

0:39 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი: "2009-2011 წლების "ბარსელონა" და მესი ისტორიაში საუკეთესოები არიან"

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი უეინ რუნი მიიჩნევს, რომ „ბარსელონა“ და მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოები არიან:

„ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ შევხვდით (2009 და 2011 წლებში). თუ ჩვენი მეტოქე სხვა გუნდი იქნებოდა და არა „ბარსა“, გამარჯვებაზე ვიფიქრებდით.

ვფიქრობ იმ პერიოდის „ბარსელონა“ ყველა დროისი საუკეთესო გუნდია, რომელიც მინახავს, ხოლო ლიონელ მესი საუკეთესო ფეხბურთელია. მისი ხარისხი უბრალოდ წარმოუდგენელია.

რონალდუ ვინგერი იყო, მაგრამ ფორვარდად გადაიქცა, რომელიც ბომბარდირია. ის თამაშობს ერთი ან ორი შეხებით იტანს გოლებს. მესიმ კი ყველაფერი იცის. გამტანიცაა და თამაშობს მოედნის ცენტრშიც. შესაბამისად, ვფიქრობ არგენტინელი ისტორიაში საუკეთესოა“, - განაცხადა რუნიმ.

0.114712