ფეხბურთი

23:00 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხორხე სამპაოლი: "დიბალა და იკარდი მზად არ იყვნენ"

არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი ამბობს, რომ მას ჰქონდა გეგმა, რომლის განხორციელება „ალბისელესტეში“ არ დააცადეს.

გარდა ამისა, სამხრეთ ამერიკელმა სპეციალისტმა მაურო იკარდისა და პაულო დიბალას შესახებაც გააკეთა კომენტარი:

„იკარდი და დიბალა? სხვა ფეხბურთელები უფრო მეტად იყვნენ მზად მესისთან ერთად სათამაშოდ. ისინი, რომლების გარშემოც შენდებოდა გუნდი ბრაზილიის მუნდიალიდან მოყოლებული. ჩვენ გვქონდა რუკა, რომელზეც 100 ფეხბურთელი მაინც იყო მონიშნული ახლო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ რუსეთის მუნდიალის ემდეგ გამათავისუფლეს“, - თქვა სამპაოლიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მუნდიალს მერვედფინალში საფრანგეთთან (3:4) მარცხის შემდგომ გამოეთიშა. სამპაოლიმ კი 23-კაციან განაცხადში მაურო იკარდი არ შეიყვანა, ხოლო პაულო დიბალას თამაშის შესაძლებლობას არ აძლევდა. აღნიშნულის გამო გამოცდილ სპეციალისტს მუდმივად აკრიტიკებდნენ.

0.114295