ჩოგბურთი

20:41 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას “იბღლიანი წაგებულის” სტატუსი

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) კვალიფიკაციის დაძლევა ვერ მოახერხა, თუმცა, ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ სოფო საკვალიფიკაციო ბადეში მე-4 ნომრად იყო განთესილი და საწყის რაუნდში იტალიელ მარტინა სპიგარელის 3:6, 6:1, 6:3 სძლია, გადამწყვეტ რაუნდში კი კიდევ ერთ მასპინძელ ტატიანა პიერისთან (მე-16) 3:6, 4:6 წააგო.
ერთ-ერთი მონაწილის უარის გამო, ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში მაინც გავიდა და ხვალ ძალებს იტალიელ კრისტიანა ფერანდოსთან მოსინჯავს.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და რუსი ამინა ანშბა (მე-3 განთესვა) უკრაინელ ჩერნიშოვასა და რუმინელ ენეს ეთამაშებიან.

0.118396