იტალიურ ორტიესის ჩელენჯერის ტურნირზე (საპრიზო ფონდი 64 000 ევრო) ალბანო ოლივეტმა მარკ ზიბერს 4:6, 7:6, 6:4 აჯობა. ამ შეხვედრაში ოლივეტმა ზედიზედ 11 ეისი ჩააწოდა, რაც ATP-ის რეკორდია.
აქამდე რეკორდი სემ კურიეს ეკუთვნოდა, რომელმაც 2007 წელს ჯეიმს ბლეიკთან მატჩში ზედიზედ ათი ეისი ჩააწოდა.