ფეხბურთი

16:15 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გოგონების მეტოქე მასპინძელი ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები იყო.

ლევან ბაჯელიძის გუნდმა თამაში კონტრშეტევებზე ააგო, თუმცა გატანა ვერ მოახერხა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა. ბოსნიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი, 42-ე წუთზე მარია დამიანოვიჩმა გაიტანა.

საქართველო 0:1 ბოსნია-ჰერცეგოვინა

"ნოვი გრადსკი", უგლიევიკი

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, ჯოჯუა, რაუხი, ჯანიკაშვილი, ეჯიბია, ეპიტაშვილი, ხანდაზიანი, კალანდაძე, ბოლქვაძე, წოწერია (57' წულაია).

სათადარიგო შემადგენლობა: გაბელაია, დიმოპულუ, ნარსია, გაბედავა, ცაავა, ფერაძე.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე.

www.gff.ge

0.116703