„ბარსელონას“ ზევარსკვლავის, ლეო მესის საქველმოქმედო ფონდს ფინანსურ მაქინაციებსა და გადასახადების გადაუხდელობას ედავებიან - წერს El Confidencial-ი. წინასწარი მოკვლევა უკვე მიმდინარეობს.
აღმოჩნდა, რომ საქველმოქმედო ფონდი ფულის მოსაზიდად მესის სახელს იყენებდა და შემდეგ თანხას ოფშორულ ანგარიშებზე რიცხავდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ასეთ საქმიანობას „ქველმოქმედები“ არგენტინასა და ესპანეთში 2012-14 წლებში ეწეოდნენ. შემოწირულობებმა ჯამში დაახლოებით 2 მილიონი დოლარი შეადგინა.