მადრიდის „ატლეტიკოსა“ და საფრანგეთის ნაკრების შემტევს, ანტუან გრიზმანს მიაჩნია, რომ წლეულს „ოქროს ბურთის“ მფლობელი ფრანგი ფეხბურთელი უნდა გახდეს.
„ოქროს ბურთი“ ჩემი ოცნებაა. ამ ჯილდოს ყოველთვის საუკეთესოები იღებენ და დიდი პატივია ნომინანტთა შორის მოხვედრა. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები გავხდით და ამაში ნაკრების ყველა მოთამაშეს თანაბრად მიუძღვის წილი. მსოფლიოს საუკეთესო გუნდში კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც უნდა იყოს. ასე არ არის?“ - უთხრა გრიზმანმა France Football-ს.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა წლეულს 3 დეკემბერს გაირკვევა.