ფეხბურთი

11:18 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: „მბაპე კიდევ უფრო გაძლიერდება“

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა თავისი ჭაბუკი შეგირდის, კილიან მბაპეს შესახებ აღფრთოვანებით ისაუბრა: „კილიანი საოცარ ამბებს სჩადის. ასეთ ახალგაზრდა ასაკში უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. მსგავსი ტალანტები ძალიან იშვიათად იბადებიან.

მეამაყება, რომ ის ფრანგია და ჩვენს ეროვნულ გუნდში თამაშობს. „ლიონთან“ მატჩში მან კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რა შეუძლია. თანაც, იცის, რომ მომატება ძალუძს. მისი მიღწევები უკვე შეიძლება განსაკუთრებულად ჩაითვალოს. ქვეყანაზე ბევრი კილიანია, მაგრამ კილიან მბაპე ერთადერთია.“ - უთხრა დეშამმა Goal-ს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, პსჟ-მ „ლიონს“ 5:0 მოუგო და მბაპემ, მეორე ტაიმში, 13 წუთის ინტერვალში ოთხი გოლი გაიტანა. ახლახან, ის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორისაც დაასახელეს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:56 | 09.10.2018
maradona73@bianko-nero (645)

მამა კამერუნელი ყავს დედა კი ალჟირელი, ფრანგი არა შაშაკოლა

16:55 | 09.10.2018
CR7NOLE (15561)

აქ ისევ სერიოზული სექტა მოძრაობს როგორ უნდა შეადარო მესი მბაპეს ? ან სიმაღლეს შეხედე, ან ამ ასაკში მათ პოზიციებს

16:15 | 09.10.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ეს ბიჭი +300 ლიმონად გაიყიდება ორიოდე წელიწადში და თუ რეალში ან ბარსაში მოხვდა, ნაღდ გოლების მანქანად იქცევა. მანამდე პსჟ-შიც მოაქუჩებს ბლომად გოლებს.
კარიერის ბოლოს შეიძლება მესიზე და რონალდოზე უკეთესი ციფრები დააფიქსიროს. მით უმეტეს, რომ 18-19 წლის ასაკში არც ლეო და არც რონი მბაპესავით არ ბრწყინავდნენ ჯერ და არც ამდენი გაჰქონდათ.

15:41 | 09.10.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

მესი >>> პენო+მბაპე

15:40 | 09.10.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

dadado9 მბაპეს და პენალდოს მესი 19 წლისაც და ახლაც გადაბმულად ჯობია

13:45 | 09.10.2018
CR7NOLE (15561)

მესის ჩრდილი მესი ჯერ თვითონ გამოვიდეს რონალდოს ჩრდილიდან

ნეიმარმა და სუარესმა მოიგეს 2015 ში ლიგა და მესის მიცეს ოქროს ბურთი...

15:12 | 09.10.2018
grizli (559)

ხო მართალი ხარ რამდენი ვიცინე საღოლ მე რა სისულელე დავწერე ეხლა დავამუღამე ჰაჰაჰა მაგარი ხარ ბაბუ

15:13 | 09.10.2018
grizli (559)

იასნა სადაც რონალდოა მესი არა კვირისტავი აი რონალდო მევასება მარა მაინც ყაზაიშვილი რო თამაშობს უფრო მაგას ვბალელშიკობ, შენ როგორ ხარ მაგ დროს

13:37 | 09.10.2018
grizli (559)

ნეიმარი მაგარი კაცია.. საფრანგეთში გაექცა მესის ჩრდილის ქვეშ ყოფნას და იქ 19 წლის მესი დახვდა.. ხო წარმოგიდგენიათ რა უიღბლობაა.. თუმცა უიღბლო ვარო ნეიმარმა რომ გაბედოს და თქვას, მაშინვე უნდა მოკვდეს მიოკარდიუმის ინფარქტით..

13:44 | 09.10.2018
CR7NOLE (15561)

19 წლის მესი არა 18 წლის ხავი+ინიესტა მბაპეს მხოლოდ ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს თუ შევადარებთ

15:11 | 09.10.2018
grizli (559)

შენ კი ჩაქრი რა მაცინე

0.071395