ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ იტალიურ სანტა მარგერირა დი პულაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციაში მე-4 ნომრად განთესილმა შაფათავამ პირველ წრეში იტალიელი მარტინა სპიგარელი 3:6, 6:1, 6:3 დაამარცხა, გადამწყვეტ რაუნდში კი კიდევ ერთ მასპინძელ ტატიანა პიერისთან (მე-16) წააგო – 3:6, 4:6.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და რუსი ამინა ანშბა მე-3 ნომრად არიან განთესილნი და მერვედფინალში უკრაინულ-რუმინულ დუეტს (ჩერნიშოვა-ენე) გაეჯიბრებიან.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, გასულ კვირას ქართულ-რუსულმა ტანდემმა იტალიაში იდენტური ტურნირის მოგება მოახერხა.