ფეხბურთი

19:50 | 8.10.2018 | ნანახია 1226 - ჯერ

ორი ქართველი პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ორი ქართველი მოხვდა - ლაშა დვალი და ლუკა ზარანდია.

საქართველოს ნაკრების მცველი საუკეთესო თერთმეტეულში ამ სეზონში პირველად მოხვდა, ხოლო მისმა გუნდმა, „პოგონმა“ გასულ უიქ-ენდზე პლოცკის „ვისლა“ 4:0 გაანადგურა.

ზარანდიას კი უკვე მესამედ ერგო სიმბოლურ ნაკრებში ყოფნის პატივი. ლუკა „არკას“ გამარჯვებაში „ზაგლებიეს“(3:1) წინააღმდეგ დიდი წვლილი შეიტანა და ორ გოლში მიიღო მონაწილეობა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:13 | 08.10.2018
salazar (1835)

გაიზარდა რა. მზად არის უკვე. რას ამუხრუჭებენ ვერ გავიგე.. მარჯვენა ფლანგზე 4 ძალიან მაგარი ფეხბურთელი გვყავს, ორი თავის ნიჭს ქარს ატანს ხასიათის გამო. პაპუს ტრავმა აქვს და აგერ ზარანდია კი დაფრინავს.
ჰოდა აღარ გვინდა ეს მერება, ჯიღაური, ჭანტურიშვილი და ძმანი მისნი.. დაგვანებეთ თავი ტო : )))

20:29 | 08.10.2018
XoMe (1384)

დებიუტანტია და მიტო არ დავაწყებინე თავიდანო თუ თქვა ვაისმა, მაგის ჩამომთრევის დდშვც მეთქი ვიტყვი, მაგრამ მგონია რო ძირითადში დაიწყებს (მითუმეტეს ანდორას ვეთამაშებით) და დიდი იმედი მაქ გაამართლებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119
სარეკლამო ადგილი - 99
X x X